ბეჭდვის ისტორია - ქაღალდი

ბეჭდვის ისტორია


ქაღალდი ბეჭდვის ხელოვნება მაღალი ბეჭდვა ღრმა ბეჭდვა ლითოგრაფია და ოფსეტური ბეჭდვა
ბეჭდვის გამოსახულება ბეჭდვის ისტორიის განვითარება საქართველოში

ქაღალდი

ქაღალდი გამოიგონეს ჩინეთში ჩვ. წ. აღ-მდე II საუკუნეში 751 წელს. სამარკანდის მახლობლად, არაბებმა მოახერხეს რამდენიმე ჩინელი ოსტატის ტყვედ აყვანა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ გაეცათ ქაღალდის დამზადების საიდუმლო. ასე მოხვდა იგი ევროპაში 1550 წელლს ქაღალდის წარმოების ხელოვნებამ მიაღწია ესპანეთს, ხოლო გუტენბერგის მოღვაწეობის პერიოდში ფაბრიკები ევროპის მრავალ ქალაქში მოქმედებდა. გუტენბერგის განკარგულებაში იყო შესანიშნავი მასალა – გაცილებით უფრო იაფი, ვიდრე პერგამენტი, რომელიც გამოიყენებოდა მონასტრებში ხელნაწერი წიგნების შესაქმნელად.

ქაღალდის წარმოების მექანიზირება მოხდა მხოლოდ 1800 წელს, როდესაც დიდოს ფაბრიკაში, პარიზის მახლობლად, ფრაგმა ნიკოლა-ლუი რობერმა გამოიგონა პირველი ქაღალდების დამამზადებელი მანქანა, რომელიც უშვებდა ქაღალდს ერთმანეთის მიყოლებით. 1805 წელს ინგლისელმა ინჟინერმა ჯოზეფ ბრამამ შექმნა მანქანა უკუქცევისთვის მბრუნავი ზვინულის მეშვეობით. ამ სიახლემ შემდგომში შესაძლებელი გახადა ქაღალდის რულონების დამზადებაზე გადასვლა. თანამედროვე ეპოქაში ქაღალდის წარმოება თითქმის მთლიანად ავტომატიზირებულია, ხარისხის კონტროლს ახორციელებს კომპიუტერი.


Фрагмент картины, изображающей первую в Германии бумажную фабрику Ульмана Штромера. Ксилография (Нюрнберг, конец XV в.).


Боковой разрез и план бумагоделательной машины Н.-Л. Робера (1798).


Древнейшее изображение процесса изготовления бумаги в Европе. Гравюра на дереве, выполненная Естом Аманном к произведению Ганса Сакса “Книга ремесел” (Франкфурт, 1568).


Фрагмент картины, изображающей первую в Германии бумажную фабрику Ульмана Штромера. Ксилография (Нюрнберг, конец XV в.).

მიუხედავად იმისა, რომ წარმოების თითქმის ყველა ეტაპი დღეისათვის მექანიზირებულია, ძირითადი პროცესი დარჩა უცვლელი – განცალკევებული და წყალაში დამბალი მცენარეული ბოჭკოებისაგან ამზადებენ საქაღალდე მასას, რომელსაც შემდეგ აფენენ მფილტრავ ბადეზე წყლის დასაწრეტად. ასე ხდება ქაღალდის ტილოს ფორმირება, რომლის საბოლოო გამოშრობა წყლისაგან ხდება წნეხის ქვეშ. გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, მშრალი ფურცლები განკუთვნილია შემდგომი დამუშავებისთვის.


© 2007, ავტორი - ნონა მამუჭაძე, ხელმძღვანელი - იოსებ ჩხარტიშვილი
სიამოვნებით მივიღებთ მითითებებსა და შენიშვნებს

Georgian Search Engine - interes!ge

Hosted by uCoz