ბეჭდვის ისტორია - ბეჭდვის გამოსახულება

ბეჭდვის ისტორია


ქაღალდი ბეჭდვის ხელოვნება მაღალი ბეჭდვა ღრმა ბეჭდვა ლითოგრაფია და ოფსეტური ბეჭდვა
ბეჭდვის გამოსახულება ბეჭდვის ისტორიის განვითარება საქართველოში

ბეჭდვის გამოსახულება

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მხატვრები ქმნიდნენ შესანიშნავ გრავიურებს ლითონზე, ქსილოგრაფიასა და ლითოგრაფიაზე, გადაჰქონდათ რა ნახატი ხეზე ან ქვაზე, ან კიდევ აკეთებდნენ გრავიურებს ლითონის დაფაზე. სინათლის სფეროსა და ფერთა თეორიაში გაკეთებული აღმოჩენების წყალობით, ასევე XIX საუკუნეში ფოტოგრაფიის გამოგონებით, შესაძლებელი გახდა ბეჭდვით წარმოებაში გამოეყენებინათ ფოტოგრაფიული პროცესები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ შეეძლო იმ დროისთვის არსებულ ბეჭდვის არც ერთ მეთოდს ფოტოგრაფიისათვის დამახასიათებელი ტონების გადასვლის რეპროდუქცირება. 1881 წელს მექანიკურმა გრავიურისტმა გეორგ მეიზენბახმა მოახერხა უჯრედებად დაყოფილი ეკრანით ფოტოების გადაღება. გამოსახულება დაყოფილია ცალკეულ წერტილებად. ეს წერტილები მიიღება ილუსრტაციის ოპტიკური ხელსაწყოთი – რასტრით გადაღებით. რასტრი გამჭვირვალე მინა ან ფირია, რომელზედაც ურთიერთპერპენდიკულარული ხაზებით შექმნილია ბადე. რეპროდუქცირებისას რასტრი ფოტოფირის წინ თავსდება, მიიღება მრავალწერტილად დაყოფილი ნეგატივი. გამოსახულების ნათელი ადგილებისაგან მიიღება შავი წერტილები, მუქი ადგილებისაგან საშუალო, ხოლო ბნელისაგან – ძალზე მცირე ზომის წერტილები. შემდეგ, ისევე როგორც დაშტრიხული კლიშის დამზადებისას, ფოტონეგატივი მოჰყავთ შუქმგრძნობიარე ფენით დაფარულ თუთიის ფირფისთან კონტაქტში. ამის შემდეგ წამლავენ ამინომჟავაში და მიიღებენ მრავალ რელიეფურ წერტილს და დაშორებულ საბეჭდ კლიშეს. ასეთი კლიშესაგან მიღებული გამოსახულება შედგება მრავალი წერტილისაგან. ანაბეჭდის მუქ ადგილებში წერტილები თითქოს ერთდებიან მათ შორის ჩნდება ძალზე უმნიშვნელო ადგილები. ნათელ ადგილებში კი პირიქით, ფერების წერტილები მცირდება, ხოლო მანძილი მათ შორის დიდდება. გარკვეული მანძილიდან დანახვისას ცალკეული წერტილები შეუმჩნეველი ხდება და მიიღება მხედველობის თავისებური მოტყუება – თვალი ხედავს ნახევარტონებს, გადასვლებს ნათელიდან ბნელისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდვა ერთი საღებავით სრულდება – გამოსახულება ტონოვანი მიიღება.


На заре книгопечатания в Европе для изображения разных людей иногда использовали одинаковые ксилографические клише.

ფერადი გამოსახულების გადასაცემად საჭიროა სამი კლიშე: წითელი, ლურჯი და ყვითელი საღებავებისათვის. ჩვეულებრივ იყენებენ შავ კლიშესაც, რამდენადაც შავი ფერი გამოსახულებას სიმკვეთრეს აძლევს. ფერადი ბეჭდვის დროს ზოგიერთი წერტილი ირევა ერთმანეთში, სხვები ლაგდებიან ერთი-მეორეზე. საბოლოოდ ჩვენს თვალში ერთიანდებიან ფერადი ორიგინალის შესაბამის გამოსახულებად. მაგალითად, ის რაც ჩვენ მწვანედ გვეჩვენება, სინამდვილეში არის უმცირესი ლურჯი და ყვითელი წერტილების კომბინაცია.


© 2007, ავტორი - ნონა მამუჭაძე, ხელმძღვანელი - იოსებ ჩხარტიშვილი
სიამოვნებით მივიღებთ მითითებებსა და შენიშვნებს

Georgian Search Engine - interes!ge

Hosted by uCoz