ბეჭდვის ისტორია - ღრმა ბეჭდვა

ბეჭდვის ისტორია


ქაღალდი ბეჭდვის ხელოვნება მაღალი ბეჭდვა ღრმა ბეჭდვა ლითოგრაფია და ოფსეტური ბეჭდვა
ბეჭდვის გამოსახულება ბეჭდვის ისტორიის განვითარება საქართველოში

ღრმა ბეჭდვა

ბეჭდვის ამ ხერხის გამოყენებისას სურათი დაიტანება ლითონის ფირფიტაზე თუთიით ან მოწამლვის საშუალებით. მიღებული ჩაღრმავებები ივსება საღებავით. რადიკალური ცვლილებები თანამედროვე ღრმა ბეჭდვის ტექნიკის განვითარებაში დაკავშირებულია ჩეხი მხატვრისა და გრავიურისტის კარლ კლიჩის სახელთან, რომელმაც 1878 წელს გამოიგონა ფოტოგრავირება პიგმენტური ქაღალდის გამოყენებით. საბეჭდი ცილინდრების შემდგომი განვითარება კი დაკავშირებულია ავტომატური და ელექტრონული გრავირების აპარატების გამოგონებასა და დანერგვასთან.


Процесс гравирования на меди.

ღრმა ბეჭდვის წესით ფორმის საბეჭდი ელემენტები, სახარვეზო ელემენტებთან შედარებით, ჩაღრმავებულია სხვადასხვა ზომით. ფორმა მზადდება სპეციალური რასტრის გამოყენებით, რომლის მეშვეობითაც ფორმაზე მიიღება მცირე ჩაღრმავებულ ელემენტებად დაყოფილი გამოსახულება, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია კედლებით. საბეჭდი ელემენტების სიღრმე სხვადასხვაა – ორიგინალის უფრო ბნელ ადგილებს შეესაბამება ჩაღრმავებული ელემენტების მეტი სიღრმე და პირიქით; ჩაღრმავების გამომყოფი კედლები კი მოთავსებულია ერთ სიბრტყეში; ისინი წარმოადგენენ სახარვეზო ელემენტებს. ჩაღრმავებები ბეჭდვის პროცესში მთლიანად ივსება თხევადი საღებავით. სპეციალიური საწმენდის, რაკელის, მეშვეობით საღებავი არასაბეჭდი ელემენტებისაგან ჩამოიწმინდება, ჩაღრმავებებში კი რჩება, საიდანაც გადადის უშუალოდ ქაღალდზე.


© 2007, ავტორი - ნონა მამუჭაძე, ხელმძღვანელი - იოსებ ჩხარტიშვილი
სიამოვნებით მივიღებთ მითითებებსა და შენიშვნებს

Georgian Search Engine - interes!ge

Hosted by uCoz