ბეჭდვის ისტორია - ლითოგრაფია და ოფსეტური ბეჭდვა

ბეჭდვის ისტორია


ქაღალდი ბეჭდვის ხელოვნება მაღალი ბეჭდვა ღრმა ბეჭდვა ლითოგრაფია და ოფსეტური ბეჭდვა
ბეჭდვის გამოსახულება ბეჭდვის ისტორიის განვითარება საქართველოში

ლითოგრაფია და ოფსეტური ბეჭდვა

ლითოგრაფია გამოგონებული იქნა 1796 წელს ალიოზ ზენეფელდერფის მიერ, რაც ბევრად უფრო იაფი და ხელმისაწვდომია, ვიდრე გრავირება ლითონის დაფაზე. აღმოჩენა მოხდა შემთხვევით, როდესაც ზენეფელდერფმა, ცდილობდა რა ეპოვა უფრო ეკონომიური მეთოდი ანაბეჭდების ქვისაგან მისაღებად, აღმოაჩინა, რომ ცხიმიანი მელანი, რომლითაც ის ამ დროს სარგებლობდა, არ იხსნებოდა წყალში. თავდაპირველად სურათს აკეთებდნენ ხელით ლითოგრაფიულ ქვაზე, შემდეგ მასზე აკრავდნენ ქაღალდს და ღებულობდნენ გამოსახულებას.


Подготовка литогравюры

1800 წელს გაუმჯობესდა ხეზე გრავირების ძველი წესი და შემოიღეს ტორცის ტონური გრავირება. ამავე დროს ხის საბეჭდი დაზგა შეიცვალა ლითონის დაზგით.

1814 წელს გერმანელმა კენინგმა პრაქტიკულად გამოიყენა პირველი ასეთი საბეჭდი მანქანა, რომელშიც ქაღალდის მისატკეცი დაფა ლითონის ცილინდრით იყო შეცვლილი და საღებავის წაცხება საბეჭდ ფორმაზე მექანიკურად ხდებოდა. ამ მანქანის მწარმოებლობა საათში 800 ანაბეჭდს აღწევდა.

XIX საუკუნის 20-იან წლებში შეიქმნა პირველი საამწყობო მანქანა, რომლის მეოხებითაც განხორციელდა მოძრავი ლიტერებისაგან საბეჭდი ფორმის მომზადების ძირითადი სამუშაოს მექანიზაცია. თვალსაჩინო გამოგონება იყო ბერლინელი გეორგ ზიგლეს ავტომატური ბრტყელი საბეჭდი მანქანა (1851 წელი), რომელიც ელექტრომექანიკური მოწყობილობის მეშვეობით ავტომატურად აწყობდა ლიტერებს.


Деревянный литографский печатный станок времен Зенефельдера.

ტექსტების აწყობის მექანიზაციის საქმეში დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო სტრიქონჩამომსხმელი მანქანა «ლინოტიპი», რომელიც 1886 წელს გერმანელმა მერთენთალერმა დაამზადა. 1892 წელს კი შეიქმნა მექანიკური ასოთჩამომსხმელი მანქანა «მონოტიპი».

XIX საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა ახალი ტიპის საბეჭდი აპარატი – სწრაფი საროტაციო საბეჭდი მანქანა. ამით გადაწყდა ჟურნალ-გაზეთების მილიონიანი ტირაჟებისა და სწრაფად გამოცემის პრობლემა.

ილუსრტაციების ბეჭდვის გაუმჯობესებაში დიდი როლი შეასრულა 1837 წელს გამოგონებულმა ფოტოგრაფიამ. ფოტოგრაფიისა და ქიმიური პროცესების საფუძველზე შემუშავდა პოლიგრაფიული წარმოების ფოტომექანიკური პროცესები, რომლებიც საგრძნობლად ამარტივებენ ბეჭდვითი პროდუქციის გამოცემას და აუმჯობესებენ მის ხარისხს.

XIX საუკუნის 70-იან წლებში გამოიგონეს ფოტო ცინკოგრაფიის აპარატი და შეიმუშავეს მასთან მუშაობის წესი. გერმანელმა მაიზენბახმა შეიმუშავა ნახევარეტონალურ გამოსახულებათა, ფოტოსურათებისა და სხვ. ფოტომექანიკური აღწარმოების წესი – ე.წ. ავტოტიპია, რამაც საფუძვლიანი გარდატეხა მოახდინა გამოცემათა დასურათების საქმეში – დააჩქარა კლიშეს დამზადება და გააუმჯობესა მისი ხარისხი.

XIX საუკუნის 90-იან წლებში სწრაფად გავრცელდა სამფეროვანი ბეჭდვა, განსაკუთრებით შესაფუთ წარმოებაში. მალე ბეჭდვაში ფოტომექანიკური პროცესების გამოყენებასთან ერთად შეიქმნა ფოლიტოგრაფია – ბრტყელი ბეჭდვა ფოტომექანიკური წესების გამოყენებით. შემდეგ ლითოგრაფიული ქვა შეიცვალა ლითონის (თუთიისა და ალუმინის) დაფით. გაჩნდა ოფსეტური ბეჭდვის მანქანა და ოფსეტური ბეჭდვის წესი.

ჯერ კიდევ 1805 წელს ზენეფელდერფი ცდილობდა მძიმე ლითოგრაფიული ქვა შეეცვალა რაიმე უფრო მსუბუქი მასალით. თუმცა მხოლოდ 1904 წელს პირს რუბელმა და კასპარ პერმანმა ნიუ-ჯერსიდან (აშშ) გამოიყენეს მის ნაცვლად თხელი და მსუბუქი ლითონის ფირფიტა. მასზე დაჰქონდათ გამოსახულებები (ამასთან საღებავი ჩერდებოდა მხოლოდ მშრალ ნაწილებში), რომელიც შემდეგ გადაიტანებიდა ცილინდრის რეზინის საფარზე, უკვე მისგან კი – ქაღალდზე. საღებავის გადატანის ასეთი ირიბი გზა ფორმიდან აღსაბეჭდ მასალაზე იწოდება ოფსეტურ ბეჭდვად. ცილინდრის გამოყენება (მბეჭდავი, გადამცემი, ფორმის) ზრდიდა ბეჭდვის სიჩქარეს. ოფსეტური ბეჭდვის პირველ მანქანებში დასაბეჭდი ფორმის დასველების აუცილებლობა ბევრ სირთულეს ქმნიდა. შედეგად მიღებული გამოსახულება ხშირად მკრთალი და ბუნდოვანი გამოდიოდა.

ბრტყელი ბეჭდვის შემდგომ განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ა. იანოვის მიერ 1907 წელს შემუშავებულ წესს, რომელიც გულისხმობდა ბრტყელი ბეჭდვის ლითონის ფორმის მომზადებას ჩაღრმევებული საბეჭდი ელემენტებით. ამის საფუძველზე წარმოიშვა ღრმა ოფსეტი – ღრმა ანუ ჩატვიფრული ბეჭდვა. ღრმა ბეჭდვაში ფოტომექანიკური პროცესები პირველად XIX საუკუნის 80-იან წლებში გამოიყენა ჩეხმა პოლიგრაფისტმა კარლ კლიჩმა (ჰელიოგრავიურა). ჰელიოგრავიურის შემდგომმა განვითარებამ გამოიწვია ღრმა ბეჭდვის საროტაციო წესის შემუშავება საბეჭდ მანქანაში რაკელის გამოყენებით, რომელიც ავტომატურად აცილებს საბეჭდ ფორმას ზედმეტ საღებავს. მრავალფერი ილუსტრაციებით ბეჭდვის ტექნიკაში არსებითი ცვლილებები შეიტანა ი. ორლოვმა,. რომელმაც 1896 წელს დაამზადა მრავალფეროვანი ბეჭდვის საროტაციო მანქანა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტექნიკური სრულყოფით, ასევე ქაღალდისა და საღებავის ახალი სახეების გამოჩენით გაუმჯობესდა გამოსახულების ხარისხი. იგი გახდა გაცილებით უფრო მკაფიო. ჩვენს დროში უზარმაზარი როტაციული ოფსეტური ბეჭდვის მანქანებს ელექტრონული მართვით შეუძლიათ აღბეჭდონ მასალა ორივე მხრიდან როგორც ცალკეულ ფურცლებზე, ასევე ქაღალდის რულონებზე, სიჩქარით 30 ათასი ანაბეჭდი საათში.

ბრტყელი ბეჭდვის წესით ფორმის საბეჭდი და სახარვეზო ელემენტები პრაქტიკულად ერთ სიბრტყეზე მდებარეობენ, მაგრამ განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობის გამო საღებავს იღებენ საბეჭდი ელემენტები და გადასაცემენ ქაღალდს, ხოლო სახარვეზო ელემენტები წყლით სველდებიან და დევნიან საღებავს.

ოფსენტურ ბეჭდვა არის ბრტყელი ბეჭდვის ძირითადი სახე. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ბეჭდვა უშუალოდ საბეჭდი ფორმიდან კი არ ხდება, არამედ გამოსახულება ჯერ გადადის რეზინის ზედაპირზე, ხოლო აქედან ქაღალდზე.


© 2007, ავტორი - ნონა მამუჭაძე, ხელმძღვანელი - იოსებ ჩხარტიშვილი
სიამოვნებით მივიღებთ მითითებებსა და შენიშვნებს

Georgian Search Engine - interes!ge

Hosted by uCoz