ბეჭდვის ისტორია - ბეჭდვის ხელოვნება

ბეჭდვის ისტორია


ქაღალდი ბეჭდვის ხელოვნება მაღალი ბეჭდვა ღრმა ბეჭდვა ლითოგრაფია და ოფსეტური ბეჭდვა
ბეჭდვის გამოსახულება ბეჭდვის ისტორიის განვითარება საქართველოში

ბეჭდვის ხელოვნება

სამონასტრო ბიბლიოთეკებში ინახება IX-X საუკუნეების ტექსტები, დამზადებული გრავირებული ფორმებისაგან. 1041-1048 წლებში ჩინელმა ბი ენმა პირველად გამოიყენა ბეჭდვისათვის მოძრავი შრიფტები, რომლის ნიშნებიც მზადდებოდა გამომწარი თიხისაგან, 1043 წელს კორეელები შრიფტებს ბრინჯაოსგან ამზადებდნენ. 1436-1444 წლებში იოჰან გუტენბერგმა გერმანიის ქალაქ მაინცში გამოიგონა მატრიცა და საფუძველი ჩაუყარა ბეჭდვას მოძრავი შრიფტების საშუალებით, რომელიც გამოიყენებოდა XX საუკუნემდე არსებითი ცვლილებების გარეშე.


Самый старый из известных портретов Гуттенберга

ყველა ასოსა და ნიშნისთვის გუტენბერგი ამზადებდა გრავირებული პუასონის მყარი ლითონისაგან, რომლის დახმარებითაც უფრო რბილი მეტალისაგან ამზადებდა მატრიცას შესაბამისი ლიტერების ჩამოსასხმელად. შრიფტი ისხმებოდა ტყვიის, თუთისა და კალისაგან.


Гравировка на меди. Из книги "Vrais portraits et vies des hommes illustres" (Париж, 1584)


Образец литер изготовленных Гутенбергом.

ანაბეჭდის მიღებისათვის გუტენბერგი იყენებდა ხრახნიან ხელნაკეთ ხის დაზგას, რომელიც მოგვაგონებდა საწნეხ პრესს, რომელიც გამოიყენება ღვინის წარმოებაში, ხოლო საღებავს ამზადებდა ხის (ფიჭვის) ნამწვავებისა და სელის ზეთის ნარევისაგან. საბეჭდ ზედაპირზე ეს ნარევი დაიტანებოდა ტყავის ბალიშებით.იმისათვის რომ, საღებავი თანაბრად შეწოვილიყო, ქაღალდს წინასწარ ასველებდნენ წყლით.


Печатный станок Гутенберга воссозданный в Лейпциге в XIX в. Станок имеет зафиксированную нижнюю поверхность - "талер" и подвижную верхнюю - "тигель". Набранные литеры после заключки в металлическую раму для создания печатной формы мазались краской и покрывались листом бумаги, которая пресовалась между двумя поверхностями.


© 2007, ავტორი - ნონა მამუჭაძე, ხელმძღვანელი - იოსებ ჩხარტიშვილი
სიამოვნებით მივიღებთ მითითებებსა და შენიშვნებს

Georgian Search Engine - interes!ge

Hosted by uCoz