ბეჭდვის ისტორია - მაღალი ბეჭდვა

ბეჭდვის ისტორია


ქაღალდი ბეჭდვის ხელოვნება მაღალი ბეჭდვა ღრმა ბეჭდვა ლითოგრაფია და ოფსეტური ბეჭდვა
ბეჭდვის გამოსახულება ბეჭდვის ისტორიის განვითარება საქართველოში

მაღალი ბეჭდვა

მაღალი ბეჭდვის წესით საბეჭდი ფორმის მბეჭდავი ნაწილები, არასაბეჭდ ნაწილებისაგან შედარებით მაღლა დგანან (არასაბეჭდ ნაწილებს პოლიგრაფიაში სახარვეზო ელემენტებსაც უწოდებენ). საბეჭდი ელემენტები ერთ სიბრტყეში არიან განლაგებულნი და გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევიან.

გასაკვირი არაა, რომ პირველი წიგნი, რომელიც დაბეჭდა გუტენბერგმა გახლდათ ბიბლია, რამდენადაც იმ პერიოდისათვის მასზე დიდი მოთხოვნა იყო. მისი 42-სტრიქონიანი ბიბლია, რომელმაც დასახელება სტრიქონების რაოდენობის მიხედვით მიიღო, გამოცემულია მაინცში 1452-1455 წლებში 200 ეგზემპლარად. ფერადი ინიციალები და ორნამენტები მინდვრებზე კეთდებოდა ხელით. იმაში, რაც შეეხებოდა ასოების ჩახატვას და საერთო გაფორმებას, გუტენბერგი მკაცრად მისდევდა ხელნაწერი წიგნების ტრადიციას.


Рисунок наборной кассы из "Энциклопедии" Дидро

წიგნის ბეჭდვის ტექნიკა სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში. გატარებული იქნა მთელი რიგი ღონისძიებები ხის დაზგის გაუმჯობესების მიზნით. შეინარჩუნა რა მისი კონსტრუქცია, ვილჰელმ ჰააზმა ასოთჩამომსხმელმა ბაზელიდან 1787 წელს დაამზადა პირველი ლითონის საბეჭდი დაზგა, რომლის გამოყენებითაც გაუმჯობესდა ანაბეჭდების ხარისხი. ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა იდეა მბეჭდავ დაზგაში გამოეყენებინათ ცილინდრი მბეჭდავის ხელსაქმის გასაიოლებლად. ამ იდეამ მხოლოდ 1811 წელს ჰპოვა განხორციელება, როდესაც გერმანელმა მბეჭდავმა და გამომგონებელმა ფრიდრიხ ვენიგმა დაამზადა პირველი მექანიკური საბეჭდი მანქანა ცილინდრით, რომელიც მოძრაობაში მოჰყავდა ორთქლის ნაკადს. მომდევნო მნიშვნელოვანი წარმატება წიგნის ბეჭდვის საქმეში მიღწეულ იქნა 1818 წელს, როდესაც კენიგმა და მისმა დამხმარემ ანდრიას ბაუერმა დააპატენტეს ორცილინდრიანი საბეჭდი მანქანა ორმხრივი ბეჭდვისათვის.


Схема печатного станка Кенинга (1811), в котором "тигель" заменен на "печатный цилиндр".

1844 წელს, რიჩარდ ხოუმ გამოიგონა პირველი როტაციული მანქანა, რომელიც ბეჭდავდა ფორმიდან - რომელიც განლაგებული იყო არა ბრტყელ ფორმისმატარებელზე როგორც ადრე, არამედ ცილინდრზე. 1866 წელს გაზეთ «თაიმსის» მფლობელმა ჯონ უოლტერმა პირველად გამოიყენა როტაციული რულონური მანქანა, რომელიც აგებული იყო ამერიკელი ჯ. უილკინსონის საგამოფენო მოდელის შესაბამისად. მასში შეუჩერებლად შედიოდა ქაღალდი, რაც იძლეოდა საშუალებას დაებეჭდათ 14 ათასი ეგზემპლარი საათში.


Ротационная печатная машина Уолтера (1866).
Вращаясь со скоростью 35 тыс. оборотов в час, современные машины могут запечатать 500 м бумаги в минуту.


© 2007, ავტორი - ნონა მამუჭაძე, ხელმძღვანელი - იოსებ ჩხარტიშვილი
სიამოვნებით მივიღებთ მითითებებსა და შენიშვნებს

Georgian Search Engine - interes!ge

Hosted by uCoz